მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო.

ომბუდსმენის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ.

"სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, მათ შორის, სასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ნოემბერს მორიგი წერილი გამოაქვეყნა. ის წერდა, რომ მისი სასამართლო პროცესების დახურვა "ჩრდილოვანი მართლმსაჯულების" მკაფიო მაგალითია. ბრალდებული ღარიბაშვილი ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პროცესით პროკურატურა მის წინააღმდეგ განხორციელებული შანტაჟისა და ფსიქოლოგიური წამების მტკიცებულებების დამალვას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები