მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მინისტრი "ფაიზერის" მეორე დოზით აიცრა

612cc4c23c2fc
BM.GE
30.08.21 15:44
1163
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სისტემის ყველა წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი:

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ავიცერი ფაიზერის მეორე დოზით პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფთან ერთად. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში აცრა ეს არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება. შესაბამისად, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ აიცრან. გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“.

აცრის მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ სამინისტროში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46 %-მდე გაიზარდა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
აღსანიშნავია, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში არის გამოყოფილი და აქტიურად მიმდინარეობს როგორც საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია.