მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაცვალების მაჩვენებელმა მოიმატა და ეს საგანგაშოა - თამარ გაბუნია

60f69b020d4ec
ინგა მურუსიძე
20.07.21 13:46
541
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გარდაცვალების მაჩვენებელმა მოიმატა და ეს საგანგაშოა.

განცხადება გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც ძალიან საყურადღებოა.

„გასული 24 საათის განმავლობაში 2600-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; მაჩვენებელი ჯამურია ანუ ამაში შედის კვირა დღეს ჩატარებული ტესტების შედეგებიც, თუმცა ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იმატებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია საყურადღებოა. გარდა ამისა, მოიმატა გარდაცვალების მაჩვენებელმაც - დღეს 26 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩვენთვის განგაშის საფუძველია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მობილიზებულია 5 745 საწოლი თბილისსა და ყველა სხვა რეგიონში.

„მეტი დატვირთვა შემთხვევების მაღალი რაოდენობის გამო არის თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში. კლინიკებში იმყოფება 4 495 პირი, ხოლო თავისუფალია 1328 საწოლი. ბავშვთა საწოლებს რაც შეეხება, მოთხოვნა და მიწოდება დაბალანსებულია“, - განაცხადა გაბუნიამ.