03.აგვისტო .2021 12:29

გარდაცვლილთა 99,7% აუცრელი იყო - ამირან გამყრელიძე

გარდაცვლილთა 99,7% აუცრელი იყო - ამირან გამყრელიძე
views 2373
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა და დასძინა, რომ შემთხვევების რაოდენობა იმაზე მეტია, რაც მაისის პიკზე იყო და უახლოვდება ნოემბრის მაჩვენებლებს.

როგორც გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმატებს გარდაცვლილთა მაჩვენებლებიც.

„გაანალიზდა გარდაცვლილთა მაჩვენებლები და აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილთა 99,7% აუცრელია. ასევე აცრილ მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერადად ვაქცინირებულებში 0,3%-ია, ხოლო ერთჯერადად ვაქცინირებულებში - 0,9%. აქაც 1000 აცრილ ადამიანში შეიძლება დაიღუპოს ერთი ადამიანი. ამიტომ აცრას აქვს სერიოზული საფუძველი. სწორედ ვაქცინაცია დაიცავს ჩვენს ქვეყანას ეპიდვითარების შემდგომი გაუარესებისგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა