მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი „TV პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარს აკეთებს

60ebea6eaa945
ინგა მურუსიძე
12.07.21 11:10
940
"ყველა კითხვას უმოკლეს ვადებში გაეცემა პასუხი", - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს. განცხადება მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებს და ყველას. ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან. შს სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს და ოპერატიულად, გუშინვე ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები.

ამას გარდა, დანიშნულია ექსპერტიზა, გარდაცვლილი პირის ოჯახის და ტელევიზიის მოთხოვნით ჩართულია პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას უმოკლეს ვადებში გაეცემა პასუხი. ამას გარდა, ბატონი ვახტანგის (გომელაურის) უწყებამ გუშინვე განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება პროცესში, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ: 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში "TV პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ათეულობით ადამიანმა სცემა. ლაშქარავა თვალისა და სახის ძვლების დაზიანებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მაგრამ ის 10 ივლისს გამოწერეს. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს დილით საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.