გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნეს სექტორს მიმართავს.
როგორც bm.ge-ის BAG-დან აცნობეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უერთდება საქართველოს მთავრობის მოწოდებას და ბიზნეს სექტორს მიმართავს განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიებში ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს, ზედმიწევნით იქნეს დაცული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, განსაკუთრებით თერმოსკრინინგის, პირბადის ტარებისა და დეზინფექციის ნაწილში.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნეს ოპერატორის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, კომპანიაში ინფიცირების თითოეული შემთხვევის გამოვლენისას, არ დაველოდოთ ინფიცირებულის უახლოესი სამსახურებრივი კონტაქტების ტესტირების შედეგებს და მყისიერად მოვახდინოთ მათი იზოლირება სამუშაო პროცესისაგან, რათა საჭირო არ გახდეს ორგანიზაციაში უფრო მასშტაბური შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რაც დააზარალებს ჩვენს ბიზნესებს“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ შეგახსენებს კერძო სექტორს, რომ პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვასა და შესრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის