პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და მსხვილის ბიზნესის შეხვედრას BAG-ის პრეზიდენტი და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე არ ესწრება.
bm.ge-ის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციისგან მოწვევა BAG-ის პრეზიდენტმაც მიიღო.
ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე ჩვენს ზარებს, ჯერჯერობით, არ პასუხობს.
შეგახსენებთ, "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი იმ ბიზნესმენებს შორისაა, რომლებმაც "გამჭვირვალობის" მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს, რის გამოც "რუსული კანონის" მოწინააღმდეგე მოქალაქეების კრიტიკა დაიმსახურეს.
ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. მათ შორისაა BAG-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი, ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე, IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე, „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია, "ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია, "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი და ა.შ.
პრემიერის და მსხვილი ბიზნესის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, დიდი ალბათობით, მმართველი პარტიის მიერ „რუსული კანონის“ მიღების მეორე მცდელობაც არის.