მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრობის შემწეობა 6.6 მლნ მოქალაქემ მოითხოვა

5e85e7a3b5ce7
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.20 20:02
736
როგორც CNN-ი იუწყება, გასულ კვირას 6.6 მილიონმა ამერიკელმა მოითხოვა უმუშევრობის შემწეობა, რადგან ბიზნესზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენა უფრო და უფრო იზრდება.

ანალიტიკური კომპანია Refinitiv-ის განცხადებით, ანალიტიკოსები 3.5 მილიონამდე განაცხადს ელოდნენ, აღნიშნული რიცხვი კი, რეკორდულად მაღალია.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ორი კვირის წინ უმუშევრობის შემწეობა აშშ-ში 3.3 მილიონმა ამერიკელმა მოითხოვა.

Refinitiv-ი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის გამო, შესაძლოა, 100,000-მდე სამუშაო ადგილი დაიკარგოს, ხოლო უმუშევრობის დონე 3.8%-ით გაიზარდოს.