მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ეკონომიკა I კვარტალში მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა

აშშ

2024 წლის პირველ კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე ნაკლებად, უფრო ზუსტად, 1.6%-ით გაიზარდა, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

აღნიშნულ მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს იმის მაუწყებელია, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში ჯერაც არ არის, თუმცა მშპ-ის ზრდის ტემპი ეცემა, რაც ფედერალურ რეზერვს უბიძგებს მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქოს.

აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ წინა კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 3.3%-ით გაიზარდა.