მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია - პედაგოგების ანაზღაურება ₾300-ით, სამართალდამცველების კი ₾125-ით გაიზრდება

5d91bc6930330
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.19 12:32
4603

საქართველოს მთავრობა საჯარო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთის ზრდას გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმდინარე მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პედაგოგებს ანაზღაურება 300 ლარით, ხოლო სამართალდამცველებს 125 ლარით გაეზრდებათ. ამავე სხდომაზე გიორგი გახარიამ პენსიების მატებაც დააანონსა.

"მინდა მოგახსენოთ, სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო სასწავლო წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის, მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით. გარდა ამისა, გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. სახელმწიფო ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით. 2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასები 100 ლარით", - ამბობს გიორგი გახარია.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ამ დროისთვის საჯაროდ გამოქვეყნებული არაა, შესაბამისად უცნობია, ჯამურად რა იქნება დაანონსებული სახელფასო მატების ღირებულება. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები