პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ ერთის მხრივ, ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, მეორეს მხრივ კი – ინფლაციის ზღვრული მაჩვენებლების.
"მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეტირების უზრუნველსაყოფად.
დღეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც ჩვენ გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ეს ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია", – განაცხადა პრემიერმა.