მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის შემცირების ნელი პროცესის გაგრძელება სებ-ის დამოუკიდებლობას საჭიროებს - IMF

63ef9991cab57
BM.GE
17.02.23 19:08
641
სტატიაში საუბარია:
2022 წლის 13-17 თებერვალს თბილისში IMF-ის მისია იმყოფებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც IMF-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა. რომელშიც უკიდურესად კრიტიკულად არის შეფასებული სებ-ის შესახებ ახალი კანონი, რომელიც IMF-ის აზრით საფრთხეს უქმნის სებ-ის მმართველობის სტრუქტურას. IMF-ი ინფლაციის შესახებაც წერს, ფონდის მისიის შეფასებით, ინფლაცია 3%-ს სავარაუდოდ, 2024 წელს დაუბრუნდება. ამასთან IMF-ი აღნიშნავს, რომ აუცილებელია სებ-ის მიერ სწორი და დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარება, რაც ინფლაციის მართვისთვის არის მნიშვნელოვანი. 

"ინფლაციის შემცირების ნელი პროცესის გაგრძელება წელს და ეროვნული ბანკის სამიზნე, 3 პროცენტიანი, მაჩვენებლის მიღწევა 2024 წლის შუა პერიოდში, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და სებ-ის დამოუკიდებლობის საჭიროებს. ამ კონტექსტში, მისია მიესალმება ეროვნული ბანკის ერთგულებას მოქნილი გაცვლითი კურსის, სარეზერვო ბუფერების დაგროვების და ძლიერი და მედეგი ფინანსური სექტორის მიმართ. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დინამიკის გულდასმით შეფასება უნდა გააგრძელოს და საპროცენტო განაკვეთების შემდგომი გაზრდისთვის იყოს მზად, თუ ინფლაციის გაძლიერების ნიშნები გახანგრძლივდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის. სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს,”- ნათქვამია IMF-ის მისიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები