მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

სები

ეროვნული ბანკი ბიზნესის ინფლაციური მოლოდინების კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მარტში ქვეყანაში იფლაციური მოლოდინების მცირეოდენი ზრდა შეიმჩნევა.

"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების 0%-2%-ის ფარგლებსა და 4%-6%-ის ზრდის ინტერვალში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები ფაქტობრივად არ შეცვლილა. ერთი მხრივ, თებერვალთან შედარებით, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-იან ზრდის ინტერვალსა და 6%-8%-ის ფარგლებში ელოდებიან. ასევე გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა რომელიც დაბალ ინფლაციას, 0%-2%-ის ფარგლებში მოელიან. თუმცა, ამის საპირისპიროდ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე 8%-ზე მეტად ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, მარტში ებერვალთან შედარებით გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 4%-6%-ის ზრდის ფარგლებში ფიქრობენ. თუმცა ამავდროულად, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 0%-2%-ის ფარგლებსა და 6%-8%-ის ინტერვალში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებსა და 20%-30%-ის ინტერვალში ფიქრობენ. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ზრდას 0%-10%-ის ფარგლებში ელოდებიან,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები