მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ინფლაციური მოლოდინები არ გაზრდილა - ეროვნული ბანკი

სებ

საქართველოს ეროვნული ბანკი ივლისის თვის ინფლაციური მოლოდინების გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვაში კერძო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ და ის ქვეყანაში ბიზნესის ინფლაციურ მოლოდინებს ასახავს.

ანგარიშის თანახმად, ივლისში ივნისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები არ გაზრდილა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საგრძნობლად დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 2%-4%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას უფრო დაბალ ინტერვალში 0%-თან ახლოსა და 0%-2%-ის ფარგლებში ელოდებიან.

“ამავდროულად, მოიმატა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. ერთი მხრივ, ივნისთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას დაბალი ზრდის ინტერვალში 0%-2%-ისა და 2%-4% ფარგლებში ელოდებიან. გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მცირედით გაზრდილია. კერძოდ, ივლისში ივნისთან შედარებით გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ინტერვალში ელოდებიან. ამავე დროს დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%-ის ზრდის ინტერვალში ვარაუდობენ”, - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავე დროს, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%- ისა და 20%-30%-ით ზრდის ფარგლებში ელოდებიან.

ცნობისთვის, 2024 წლის ივლისში საქართველოში წლიურ ჭრილში 1.8%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ივნისთან შედარებით კი ფასები ჯამურად 0.4%-ით იყო შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები