მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიას დავალებით, მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 3 დამატებითი რეისი დაინიშნა

5e89b9b267707
თელარა გელანტია
05.04.20 14:56
1976
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:
 
16 აპრილი - პარიზი-თბილისი;
18 აპრილი - თელავივი-თბილისი;
21 აპრილი - რომი-თბილისი;

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება შემდეგი ფრენები:

7 აპრილი - ათენი-თბილისი;
10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი;
12 აპრილი - ბერლინი-თბილისი;
14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი;
უწყების ცნობით, მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები