მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღაზის სექტორიდან თელ-ავივი დაიბომბა

609ae886447cc
თამთა ჯიჯავაძე
12.05.21 00:16
1721
ღაზის სექტორიდან თელ-ავივი დაიბომბა. ქალაქში ჩაირთო სირენები და ანტისარაკეტო სისტემა ამოქმედდა. დახურულია აეროპორტი. როგორც BBC წერს, პალესტინელებმა დაახლოებით 130 რაკეტა გაუშვეს თელ-ავავის მიმართულებით მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში კორპუსი დაბომბა. 13-სართულიანი შენობა მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ დაიბომბა. ისრაელის სამხედრო სამსახურში აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს შეიარაღებული დაჯგუფება „ჰამასი“ წარმოადგენს.

ცნობისთვის, ორშაბათ ღამეს, ღაზის სექტორიდან 400-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რასაც ორი ისრაელელი ემსხვერპლა. აღნიშნულს მოჰყვა ისრაელის საპასუხო ქმედებებიც. ღაზის სექტორში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისრაელის მხრიდან ავიაიერიშებს 28 პალესტინელი ემსხვერპლა.

საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.