მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazprom-ის აქციები 18%-ით დაეცა

5e664be22c508
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.20 18:05
1126
ლონდონის საფონდო ბირჟაზე რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Gazprom-ისა და Gazprom Neft-ის აქციები, ვაჭრობის გახსნისთანავე 18%-ით დაეცა. ვარდნა გლობალურად ნავთობის ფასის რეკორდულ შემცირებას უკავშირდება.

დღევანდელი დღე ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასის რეკორდული - 30%-იანი ვარდნით გაიხსნა, რაც საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიუღწევლობამ განაპირობა, საპასუხოდ საუდის არაბეთმა სარეალიზაციო ნავთობის ფასი დაწია, რასაც მალევე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა მოყვა. დროის გარკვეულ მონაკვეთში ბარელი ნავთობის ფასი $30-ზე ქვემოთაც ჩამოვიდა (ამჟამად $32).

ვარდნას რუსეთის ეკონომიკაზე უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა, რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 75-მდე გაუფასურდა, რაც 2016 წლის შემდგომ რუბლის გაუფასურების პიკს წარმოადგენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი რუსული კომპანიების აქციების ღირებულება. კომპანიების მიხედვით კლება ასე გამოიყურება:

Lukoil - კლება 20.87%;
Rosneft - კლება 22.47%;
Sberbank - კლება 22.45%;
SURGUTNEFTEGAS - კლება 18.25%;
VTB BANK - კლება 14.2%.

რა ხდება გლობალურ საფინანსო ბაზრებზე:

აშშ-ის წამყვანი S&P 500-ის ინდექსი 5%-ით დაეცა, Dow Jones-ის ინდექსი 4.9%-ით, ნაზდაკის საფონდო ბირჟის კომპოზიტური ინდექსი 4.8%-ით დაეცა.

ავსტრალიის S&P/ASX 200-ის ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.

იაპონიის წამყვანი Nikkei 225-ის ინდექსი 5.1%-ით დაეცა, ჰონგ-კონგის ბირჟის ჰანგ-სენგის ინდექსი 4.2%-ით, შანგჰაის კომპოზიტური ინდექსი კი 3%-ით დაეცა.

ევროპული საფონდო ბირჟები გახსნისთანავე დაეცა, დიდი ბრიტანეთის FTSE 100 ინდექსი 8.5%-ით დაეცა, გერმანიის მთავარი DAX-ის ინდექსი 7.4%-ით დაეცა, იტალიის მთავარი 7.1%-ით დაეცა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია BP-ის აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა.