მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის კრიზისის ფონზე რუსეთი დახმარებას ინდოეთს სთხოვს

პუტინი და მოდი

რუსეთის წამყვანმა ენერგოკომპანიებმა ინდოელ პარტნიორებს ბენზინის დამატებითი მოცულობების მიწოდების თხოვნით მიმართეს. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა უკრაინის მხრიდან ბოლო კვირებში გახშირებული სამხედრო დარტყმები, რამაც რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების თითქმის 40% მწყობრიდან გამოიყვანა.

საყურადღებოა, რომ რუსეთის მხრიდან ინდოეთისთვის დახმარების თხოვნით ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული ვაჭრობის ტრადიცია ტრიალდება, რადგან აქამდე ინდოეთი იყო რუსული ნედლი ნავთობის მსხვილი მყიდველი. როგორც მედია წერს, მორიგების შემთხვევაში რუსეთსა და ინდოეთს პარტნიორობის რამდენიმე თვით გახანგრძლივება მოუწევს, რადგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის აღდგენა წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება.

ამჟამინდელი ცნობებით, ინდურ სახელმწიფო და კერძო საწარმოებთან მოლაპარაკებებს ახლა უშუალოდ Rosneft-ი, Gazprom Neft-ი და Lukoil-ი აწარმოებენ. მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მარაგების მიწოდება შუამავალი ტრეიდერების გავლით იგეგმება. საყურადღებოა, რომ ინდურმა გადამმუშავებლემა, Indian Oil Corp-მა, Bharat Petroleum Corp-მა და Hindustan Petroleum Corp-მა რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მარაგში დიდი რაოდენობის საწვავი არ აქვთ და მხოლოდ იმის მიწოდებას შეძლებენ, რისი საშუალებაც იქნება.

შეგახსენებთ, წლების განმავლობაში ინდოეთი რუსული ნედლი ნავთობის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორად ჩამოყალიბდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები