მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GCCI-ის მხარდაჭერით ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა

5dc1695f69fab
თელარა გელანტია
05.11.19 16:00
885
საქართველოს 9 ავსტრიული კომპანიისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დღეს ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობის (Advantage Austria) ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის (GCCI) მხარდაჭერით ავსტრია - საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა.

ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში, არად ბენკო, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, გეორგ კარაბაჯეკი, და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი პერტაიამ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, პალატის მიზნებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო. ავსტრიული კომპანიები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი სექტორებიდან: მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და სხვ.

ღონისძიების ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, მოეძიებინათ ბიზნეს პარტნიორები და გაეზიარებინათ ავსტრიული გამოცდილება.