მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გედევანიშვილის N27-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

5dd535eca85fc
BM.GE
20.11.19 16:47
858
ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის N27-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე, 10 ოქტომბერს, საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ხანძარი, რის შედეგად 200 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი ტერიტორია დაიწვა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „სხივი“ ასრულებს და მისი ბიუჯეტი 30 000 ლარია.