მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩუღურეთის რაიონში შემოდგომიდან საბავშვო ბაღის ორი შენობა შევა ექსპლუატაციაში - მერია

64b254a06132d
BM.GE
15.07.23 12:09
468
ჩუღურეთის რაიონში ახალი სააღმზრდელო წლიდან საბავშვო ბაღის ორი შენობა შევა ექსპლუატაციაში. ერთ-ერთია N125 ბაგა-ბაღი, სადაც დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა.

ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.  

ოთარ ქინქლაძის ქუჩაზე მდებარე N125 საბავშვო ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი გასულ წლებში განხორციელდა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისიდან მიიღებს. მშენებლობა დასრულებულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ეზოსა და შიდა სივრცეების მოწყობა და ბაღის აღჭურვა.

კახა გულედანი სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე N2 ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება შენობის ისტორიულ ნაწილს. ასევე, აშენდა ახალი კორპუსი, სადაც ბაღის ძირითადი ნაწილი განთავსდება. 400 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები