მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძემ მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებისკენ მოუწოდა

60c392cecb30e
BM.GE
11.06.21 21:00
487
„მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ, უნდა გამოიყენოს დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით გამოწვეული შესაძლებლობები და ბიუჯეტის კორექტირებისას მაქსიმალურად შეამციროს დეფიციტის მაჩვენებელი, რომელიც დღეს 7.6%-ს აღწევს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

თანამომხსენებლის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული სტაბილურობისთვის და მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლის შესაქმნელად.

კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება: მათ შორის ერთ-ერთი საგადასახადო შეღავათებს ეხებოდა. კომიტეტის თავმჯდომარე შეღავათების მომხრე არ არის და მოუწოდებს მთავრობას შეისწავლოს და გააანალიზოს არსებული საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა, სარგებლიანობა.

„ვიცით, რომ ფინანსთა სამინისტროს დაწყებული აქვს საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის ანალიზი. მე ზოგადად შეღავათებს მომხრე არ ვარ, მითუმეტეს როცა შეღავათები ბიუჯეტს და მოსახლეობას ძვირი უჯდება, შედეგი კი ან არაა, ან მინიმალურია. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ვისაც დახმარება სჭირდება დავეხმაროთ სუბსიდიით, სუბვენციით, გრანტით, კრედიტით და ა.შ. ასე უფრო სამართლიანი იქნება და ეფექტიანიც“, -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.