მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები აქვს პროექტს “კლასტერები განვითარებისთვის”?

BM.GE
26.07.23 10:05
119
Elven Technologies-ი ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა და მეხანძრეებისთვის საჭირო ცეცხლგაუმტარი კოსტიუმების შეკერვა დაიწყო. წლების განმავლობაში უწყვეტი შრომისა და ექსპერიმენტების შედეგად, კომპანიამ კიდევ უფრო განვითარება შეძლო და დღეს მისი საქმიანობა მხოლოდ ცეცხლგაუმტარი კოსტიუმების შექმნით არ შემოიფარგლება. Elven-ი უნიფორმის ქსოვილით უახლოეს მომავალში ელექტრომობილების ბატარეების შეფუთვას იწყებს და ამ მიმართულებით მსხვილ პარტნიორებთან მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაშია. ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაში კი, ტექნოლოგიის კოსმოსში გამოცდასაც გეგმავენ. 

პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობაა, 4 კლასტერი შეიქმნა , GAFA - საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია, GCMC - სამშენებლო მასალების კლასტერი და ტურიზმის ორი კლასტერი კახეთსა და იმერეთში. 4 ვე კლასტერში ამ დროისთვის 124 მცირე და საშუალო მეწარმეა გაერთიანებული. 

ამ პროექტისათვის "კლასტერები განვითარებისთვის" ევროკავშირის მხრიდან 5,300,000 ევრო დაიხარჯა, რომო გერმანიის მთავრობის მხრიდან 900 000 ევრო იყო გამოყოფილი. 

სტუმრები: სალომე არღვლიანი - პროექტი "კლასტერები განვითარებისთვის" წარმომადგენელი;
ვამეხ ხერხეულიძე - Elven Technologies-ის დამფუძნებელი.