მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა პოლიციელებს 1000-ბინიან ქალაქს აუშენებს -"კვ. მეტრი 100 დოლარი ეღირება" - ღარიბაშვილი

625d15930ccb5
შოთა ტყეშელაშვილი
18.04.22 11:42
4374
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 1000 ბინაზე გათვლილი "პოლიციის ქალაქი" აშენდება. პრემიერის თქმით, პოლიციელები უძრავი ქონების შეძენას სუბსიდირებულ ფასად, კვადრატულ მეტრზე 100 დოლარად შეძლებენ.

"რაც შეეხება შსს-ს, ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტსაც დავიწყებთ წელს, ადგილიც შერჩეულია, ჯიქიაზე, სადაც იყო პოლიციის სპეც დანიშნულების ბაზა.

პირობები იქნება იგივე, რაც იყო ჯარისთვის, ანუ ერთ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო და ვფიქრობთ, ეს იქნება განგრძობითი პროექტი, ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია ჩვენი პოლიციელებისთვის. უნდა დავუფასოთ ჩვენ პოლიციელებს მათი სამუშაო”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროექტის განხორციელებას მთავრობა "განვადებით მშენებლობის" პროექტის ფარგლებში გეგმავს. პროექტი ჯერ სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა მის ფარგლებში სახელმწიფო იქნება საბანკო სესხების გარანტორი, რომლითაც სამშენებლო კომპანიები ახალ ინფრასტრუქტურას ააშენებენ.