მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციელები ბინებს სიმბოლურ ფასად - 1 კვ.მ.-ში 300 ლარად იყიდიან - ღარიბაშვილი

6454ed289810f
თინათინ ნატმელაძე
05.05.23 16:00
610
"პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს. პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, მე ასე ვიტყოდი, კვ.მ.-ში 300 ლარს დაახლოებით, ასე გამოვა, დანარჩენს მთლიანად დაფარავს ხარჯებს სახელმწიფო, სამინისტრო" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პოლიციის ქალაქის" მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "პოლიციის ქალაქის" მშენებლობა 1000-ზე მეტ პოლიციელზე იქნება გათვლილი, სამუშაოები უკვე დაწყებულია და დაახლოებით 2 წელიწადში დასრულდება, პროექტის ღირებულება კი დაახლოებით 125 მლნ ლარს შეადგენს.

„რაც მთავარია მინდა ვაცნობო ჩვენს საამაყო გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი. „პოლიციის ქალაქების“ მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენი, ჩემი სურვილიც არის, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული. მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ და საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს მგმირ პოლიციელებს. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს,“- განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის გეტყვით,რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

პროექტი „პოლიციის ქალაქი" საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 და 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები