მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში დასაქმება 95,000 მოქალაქეს სურს, ამჟამად მათთვის მხოლოდ 300 ვაკანსიაა

60488708250f3
შოთა ტყეშელაშვილი
10.03.21 12:50
3796
BMG-ის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, რომ დღეის მდგომარეობით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამის პლატფორმაზე სულ 95,000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

თავად გერმანული მხარის მიერ კი, ამ დროისთვის, 300 ვაკანსია არის დარეგისტრირებული. უწყებაში აცხადებენ, რომ მომავალში გერმანული მხრიდან ვაკანსიების რაოდენობის "მნიშვნელოვან" მატებას ელიან, თუმცა კონკრეტულ რიცხვს ვერ ასახელებენ. შესაბამისად, ამჟამად თითოეულ ვაკანსიაზე არსებული კონკურსი 315 ადამიანს აღემატება.

შეგახსენებთ, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონური დასაქმებისთვის ელექტრონული პლატფორმა15 თებერვალს აამოქმედა. 24 საათში სისტემაში 35,000-ზე მეტი აპლიკაცია შევიდა. 

გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ადამიანებს მუშაობა კვირაში 5-6 დღე მოუწევთ, სამუშაოს ხანგრძლივობა კი დღეში 8-10 საათია. არსებული ინფორმაციით, მათთვის მინიმალური ხელფასი საათში 9.5 ევროთი განისაზღვრება. დასაქმებულს საცხოვრებელი და კვების ხარჯის გადახდა თავად მოუწევს. დამსაქმებელს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას პოლისის შეძენა ევალება.