მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში მუზეუმიდან 1 მლრდ ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს

5ddc12a724020
BM.GE
25.11.19 22:16
2808
გერმანიის ქალაქ დრეზდენში მდებარე მუზეუმი, რომელიც ძვირფასეულობის უდიდეს კოლექციას ინახავდა ევროპაში, გაქურდეს. გერმანული მედიის ცნობით, მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

როგორც ცნობილია, დრეზდენის სამეფო სასახლეში მდებარე ე.წ მწვანე საცავი, სადაც დაახლოებით 4000 ძვირფასი ნივთი ინახებოდა, ორშაბათს დილით გაქურდეს. 

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ შევიდა ორი მძარცველი მუზეუმის შენობაში ფანჯრიდან, შემდეგ კი ისინი მანქანით გაიქცნენ. პოლიციის განცხადებით, მასშტაბურ ძარცვაში სავარაუდოდ, უფრო მეტი ადამიანია ჩართული.

ე.წ მწვანე საცავი ევროპის ყველაზე ძველ მუზეუმებს შორის ერთ-ერთია. იგი 1723 წელს ავგუსტ მეორემ დააარსა.