მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ დამთვალიერებელს უმასპინძლეს მუზეუმებმა გასულ წელს? - სტატისტიკა

648ac8136d197
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.23 14:33
827
2022 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 109.2%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 688 ათასი კაცი შეადგინა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საშუალოდ ერთ მუზეუმზე 6 700 დამთვალიერებელი მოდის.

აღსანიშნია, რომ 2022 წელს საქართველოში მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 95%-ით გაიზარდა და 39 110 ერთეული შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა - 59%-ით გაიზარდა და 854 ერთეული იყო.

გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 252 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 98 ერთეული მემორიალურ მუზეუმს, 71 ერთეული - ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 24 ერთეული - ხელოვნების, 13 ერთეული - მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული - ლიტერატურულს წარმოადგენს, ხოლო 44 სხვა სახის მუზეუმია.

2022 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ქ. თბილისში (23.0 %) ფუნქციონირებდა. ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.9%) და კახეთის (13.5%) რეგიონებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები