მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატი

ხალხი

2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 65% თბილისზე მოდიოდა. ამის შესახებ საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგებშია აღნიშნული.

დასაქმებულთა ჯამური საშუალო რაოდენობა 828 354 ადამიანი იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.1%-ით მეტია.

დასაქმებულები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:

⦁ თბილისი – 65 პროცენტი;
⦁ აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი;
⦁ იმერეთი – 6.5 პროცენტი;
⦁ ქვემო ქართლი – 5.3 პროცენტი;
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5 პროცენტი;
⦁ კახეთი – 3.0 პროცენტი;
⦁ შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი;
⦁ მცხეთა-მთიანეთი – 1.8 პროცენტი;
⦁ სამცხე-ჯავახეთი – 1.6 პროცენტი;
⦁ გურია – 0.9 პროცენტი;
⦁ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3 პროცენტი.

II კვარტალში ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 471.5 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები