2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 828 354 ადამიანი იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.1%-ით მეტია.
საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.8% პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.2% - კაცი.
ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.7% — საშუალოზე, ხოლო 37.7% — მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 768.6 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3%-ით მეტი).
რაც შეეხება სექტორულ განაწილებას, რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები.

2026 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 471.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 153.8 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 944.9 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 161.4 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 622.8 ლარი;
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 918.9 ლარი;
⦁ მცირე ბიზნესი – 1 972.3 ლარი.




























