მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიდების უმრავლესობა კომპენსაციის მიღებას ვერ ახერხებს - ასოციაცია

5ef5eebb4d926
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.20 09:50
1034
გიდების უმრავლესობა კომპენსაციის მიღებას ვერ ახერხებს - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში განუცხადეს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, კომპენსაციაზე უარის თქმის მიზეზების გარკვევისთვის მათ სხვადასხვა უწყებებში ამისამართებენ, ამიტომ ახალგაზრდა გიდების ასოციაცია ტურიზმის სექტორში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე ყველა შესაბამის უწყებას განცხადებით მიმართავს.

"ქვეყანაში და ტურისტულ სექტორში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, თხოვნით მივმართავთ შესაბამის უწყებებს:

• 1 ივლისიდან დაგეგმილი საერთაშორისო ფრენების ერთი თვით გადადებასთან დაკავშირებით, გიდების კომპენსაციის რეგისტრაციის ვადა- 1 ივლისიდან გადაიწიოს 1 აგვისტომდე !
• გამოიყოს, ერთი პასუხისმგებელი უწყება ან სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა კომპენსაციების გაცემის დროს წარმოშობილ ტექნიკურ და სხვა სახის პრობლემების აღმოფხვრას.
• გადაიხედოს, არსებული ფინანსური დახმარების მოცულობა და მორგებული იქნეს ახალ რეალობასთან .
• დაჩქარდეს გიდებისთვის და ტურისტული სექტორის მხარდასაჭერი პროექტების დაწყება, რომელიც დაანონსებული იყო ,,აწარმოე საქართველოს " ეგიდით 1 ივნისიდან.
• ტურისტულ ცენტრებსა და დეპარტამენტებში, ასევე მუზეუმებში შემუშავდეს გიდებისთვის დასაქმების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა,რომელიც ხელს შეუყობდა მათი გამოცდილების, უნარების გამოყენებას კონკრეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე", - ნათქვამია ახალგაზრდა გიდების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გიდების საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით, ივნისში გიდების 4 სოციალურ ჯგუფში ჩატარდა გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენმა გიდმა შეძლო სახელმწიფოს კომპენსაციის მიღება, რომელშიც 426–მა გიდმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის შედეგების მიხედვით:
 
• კომპენსაციაზე უარი მიიღო 16%-მა;
• კომპენსაციის მისაღებად განაცხადი შეავსო და ჯერ კიდევ პასუხის მოლოდინშია 32%;
• განაცხადი არ შეუვსია - 27%-ს;
• 200 ლარიანი (6 თვიანია კომპენსაცია) მიიღო - 4%-მა;
• 300 ლარიანი (ერთჯერადი კომპენსაცია) მიიღო - 21%-მა.