მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩრდილოვანი ეკონომიკა ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანი გამოწვევაა”-გიორგი პაპავა

64662e8678162
ანუკა ჯოხაძე
18.05.23 21:30
816

ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც ტურიზმის ინდუსტრიამ საუბარი დაიწყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ტურისტულ ბიზნესში შემოსვლაა. პრობლემა განსაკუთრებით მიგრაციული ნაკადების ზრდის ფონზე გამწვავდა.

ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ახორციელებენ საქმიანობას, არ იხდიან გადასახადებს, რაც ადგილობრივ ბიზნესს არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს. სექტორის წარმომადგენლები სახელწმიფოს ამ კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“ერთადერთი რაც სახელწმიფოს გასაკეთებელია უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ ვინ იღებ ფულს ამ სერვისის გაწევაში ისე რომ არ იხდის გადასახადს, იმიტომ რომ სერვისის გაწევა საქართველოს ტერიტორიაზე ხდება. მისი იურისდიქციაა და მან უნდა დაბეგროს ან დაუბეგრავი დააჯარიმოს. ეს იქნებოდა ამ პრობლემის გადაწყვეტა,”-ამბობს საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარციმელია.

რეგისტრაციის გარეშე ტურიზმის სფეროში საქმიანობა საქართველოს მოქალაქეების მხრიდანაც ხშირია, ამბობს ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა. შესაბამისად, მისი თქმით, ამ რეალობაში სექტორში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ტურიზმის ინდისტრიაში განსაკუთრებით მაღალია.

“ჩრდილოვანი ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ სექტორში და სახელმწიფოს ევალება, რომ უფრო მეტი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ შემცირდეს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მათ შორის ტურიზმის სექტორში.

არ არის სიმართლე, რომ ეს პრობლემა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან იქმნება, ეს საკითხი ადგილობრივების შემთხვევაშიც დგას. ეს პრობლემა ცალკე მოსაგვარებელია, თუმცა რაიმე შეზღუდვების დაწესება იმაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ ჰქონდეთ რაღაც მომსახურების გაწევის უფლება ვფიქრობ, რომ სრულიად გაუმართლებელი იქნება,”-აცხადებს ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა.