მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას ქაოსს, რომელიც დღეს ბიზნესში თუ ჩვენი ჩინოვნიკების თავებშია - გიორგი დარციმელია

64652bae56502
ალა ისპირიანი
18.05.23 00:05
1259
„წერტილი უნდა დაესვას ქაოსს, რომელიც დღეს არის ბიზნესში, თუ ჩვენი ჩინოვნიკების თავებში“ - ამის შესახებ სერტიფიცირებული გიდი, სომელიე, Queen Tamada-ს დამფუძნებელი გიორგი დარციმელია აცხადებს.

მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა სისტემურ ზრდაზე უნდა იყოს აწყობილი და არა სიტუაციურზე. მისი მოსაზრებით ბიზნესიც სისტემურ ზრდაზე უნდა ორიენტირდეს.

„ვერ გავიგე ეს ქაოსი სტრატეგიის მიხედვით ლაგდება თუ სიტუაციით სარგებლობის მიხედვით. დღეს რაც მაშინებს ის არის, რომ თავად ბიზნესი ვერ საზღვრავს პრობლემა რაში მდგომარეობს, რომ მისი გადაწყვეტის გზები დასახოს.

ეკონომიკის ზრდა არის როცა სისტემატურად ხდება და არა სიტუაციურად. სანამ ტვინი სისტემატურ ზრდაზე არ გადაერთვება მანამდე არ გამოვა. იაპონიის მაგალითი ძალიან კარგია ამ შემთხვევაში - იფიქრეს, როგორ დაელაგებინათ, რომ შიდა კონკურენცია შეემცირებინათ, რომ გარეთ იაპონურ პროდუქტზე მოხმარება გაზრდილიყო, ანუ თუ მეტი თანამშრომლობა იქნება ამ კუთხით ბიზნესებს შორის, ეს ბევრ რამეს დაარეგულირებს და გადაწყვეტს.

კარგი იქნება თუ თანამონაწილეობა ქართულ ბიზნესში ბევრად იქნება ევროპულ, ამერიკულ, იაპონურ, სამხრეთ კორეულ კომპანიებთან და არა თუნდაც რუსულთან“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები