მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი აბაშიშვილი - არსებული ლარის კურსით ქვეყანა კრიზისის ზღვარზე დგას

5d936fdae5b73
BM.GE
01.10.19 20:40
1641

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი დღეს ექსპერტებსა და პრემიერ-მინისტრს შორის 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ის პრობლემები, რაც ქვეყანაში ქართული ოცნების მთავრობის მოსვლამდე იდგა დღესაც აქტუალურია და უმუშევრობა კვლავ "გადაუჭრელ პრობლემას" წარმოადგენს.

ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით კი აბაშიშვილი ამბობს, რომ ამ ვითარებაში ქვეყანა ფაქტობრივად კრიზისის ზღვარზე დგას. 

"დღეს ქვეყანაში არის ურთულესი ეკონომიკური ვითარება. კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება უმუშევრობა, ვერ მოხერხდა ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის მიღწევა, რაც საქართველო 2020-ის პროგნოზით იყო დაანონსებული.

ფაქტობრივად პროგრამები იგივეა და გვჭირდება ახალი სტრატეგიული მიდგომა და ცვლილებები.

ვიდრე ჩვენ ვისაუბრებთ ბიუჯეტის ხარჯების გაწევაზე, იქამდე ხარჯების მიზნობრიობის შეფასება უნდა მოხდეს. დავთვალოთ, მანამდე რაც დავხარჯეთ იმან რა შედეგები მოიტანა. ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დღეევანდელი ნაბიჯი, მან დაახლოებით 700 მილიონი დოლარი გამოუნთავისუფლა კომერციულ ბანკებს და ეს თანხა მიემართება ეკონომიკაში.

ვიტყოდი, რომ სებ-მა და მთავრობამ ფაქტობრივად ანტიკრიზისული გეგმა უნდა შემოგვთავაზონ, რადგანაც კურსის ეს ნაწილი რაც გვაქვს ფაქტობრივად კრიზისის ზღვარზეა,"- ამბობს გიორგი აბაშიშვილი.