19.მარტი .2020 21:51

გიორგი გახარია: სავაჭრო ობიექტები იხურება

გიორგი გახარია: სავაჭრო ობიექტები იხურება
views 595
უკან

გიორგი გახარიამ საზოგადოებას უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ ახალი გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც უკვე მიღებულია.

გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებებისა, უნდა იყოს დახურული იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შეიზღუდოს.

მისი თქმით, ეს არის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის გადადგმული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისათვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ.

„კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე - უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც დამატებით ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს მთავრობის მხრიდან.
ჩვენ თავის დროზე შევწყვიტეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა, შევწყვიტეთ სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დავხურეთ საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ ძირითადი რისკის შემცველები ვირუსის გარედან იმპორტის თვალსაზრისით. მაგრამ დღეს იქიდან გამომდინარე ჩვენ კონსულტაციების შედეგად, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ იწყება ქვეყანაში შიდა გავრცელების ეტაპი, იძულებული ვართ გადავდგათ გამკაცრების შემდები ნაბიჯები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა