მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარიამ და ილჰამ ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს

5faaacc736f3f
თელარა გელანტია
10.11.20 19:07
793
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც bm.ge-ის პრემიერის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

"მხარეებმა მიმოიხილეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. ორივე მხარემ აღნიშნა რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესების გააქტიურების მნიშვნელობა", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.