მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაკაურიძე: 2020 წელს, დაახლოებით, 1.8 მილიარდ ლარი მიმართება განათლებაზე

5d976c687346f
თელარა გელანტია
04.10.19 20:00
762
2020 წელს, დაახლოებით, 1.8 მილიარდ ლარი მიმართება განათლებაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტში, დიასპორის საკითხთა კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას.

მისი თქმით, განათლების სისტემაში მომავალ წელს მიიმართება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და გაგრძელდება მასწავლებელთა ხელფასების ზრდა.

„მომავალ წელს, მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე, დაახლოებით, 140 მლნ ლარი მიიმართება. აქ შედის როგორც წელს, 1-ლი ოქტომბრიდან გაზრდილი ანაზღაურება, ასევე 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან გათვალისწინებული კიდევ 150-ლარიანი ზრდა და კიდევ ის თანხა, რაც შიდა საათების გადანაწილებით დამატებით გამოეყოფათ პედაგოგებს. ჯამში, დაახლოებით, 400 ლარამდე საშუალო ზრდა გვექნება მასწავლებელთა ანაზღაურების მიმართულებით. რაც შეეხება საბავშვო ბაღების ნაწილს - 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში მასწავლებლების და სხვა დასაქმებულების ხელფასები საშუალოდ 100 ლარით იზრდება ,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.