მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, რომ მთავრობა სათამაშო ბიზნესთან კონსულტაციებს გამართავს

61a8bd5084aa9
თელარა გელანტია
02.12.21 16:30
953
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, მთავრობის მიერ სათამაშო ინდუსტრიისთვის რეგულაციების გამკაცრების თაობაზე ბიზნესთან კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება.

ასე პასუხობს გიორგი კაკაურიძე აზარტული თამაშების ინდუსტრიის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ მთავრობას დარგთან კონსულტაციები არ გაუვლია და რეგულაციების გამკაცრების შესახებ მათ მედიით შეიტყვეს. 

"მიუღებელია ის ტონი და ფორმა, რომლითაც მთავრობა ბიზნესთან ურთიერთობს", - თქვა დღეს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა.

„ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესისთვის შეიძლება შემოსავლების დაკლებას იწვევდეს, თუმცა უნდა ავარჩიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, კონკრეტული დარგის ბიზნესი თუ ის ადამიანები, ვინც ზარალდებიან;

კონსულტაციები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და კონსულტაციები, რა თქმა უნდა, გაიმართება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რეგულაციები დარგისთვის მოგებიანი არ არის.

მოგეხსენებათ, საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობას პარლამენტში ჯერ არ წარუდგენია, ჯერ კანონი მიღებული არაა, ამიტომ კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება“, - თქვა გიორგი კაკაურიძემ და სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო წნეხის გაზრდის ერთ-ერთ არგუმენტად ოპოზიციის კრიტიკაც მოიშველია.

„ძალიან ბევრმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დააყენა ინიციატივა, თუ რატომ არ იბეგრება სათანადოდ სათამაშო ბიზნესი; როცა საუბარია 33-მილიარდიან ბრუნვაზე, ამ დროს ბიზნესის მხრიდან თვითგადარჩენაზე საუბარი ნამდვილად არასწორია.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სათამაშო ბიზნესზე შეზღუდვები მთელს მსოფლიოში არსებობს და უნდა არსებობდეს. ინტერესია არა ის, რომ ბიუჯეტში მეტი შემოსავლი მივიღოთ, არამედ ინტერესია ის, რომ დაურეგულირებელი სათამაშო ბიზნესი ახალგაზრდობას დიდი ზიანს აყენებს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ყველაფერი, რაც აზარტული თამაშების რეგულირებაზე მთავრობის გეგმას ეხება