16.იანვარი .2021 12:33

გიორგი პერტაია: კარგი იქნება თუ რეგულაციები 1 წლით გადავადდება

გიორგი პერტაია: კარგი იქნება თუ რეგულაციები 1 წლით გადავადდება
views 1453
უკან

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის გიორგი პერტაიას განცხადებით, კარგი იქნება თუ რეგულაციები 1 წლით გადავადდება. ამის შესახებ პერტაიამ bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომელშიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ბიზნესის საჭიროებებზე იყო საუბარი.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესს ძალიან კარგად ესმის და იაზრებს ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო, მაგრამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, თუ არის გარკვეული ფანჯარა იმისთვის, რომ რეგულაციები, რომელიც წელს ან 2022-ში უნდა შევიდეს ძალაში, ეს უნდა გამოვიყენოთ და გადავავადოთ.

„შეგვიძლია, ეს როგორც ბიზნესიდან წამოსული იდეა მივაწოდოთ მთავრობას, რომ თუ რესურსი არსებობს, 1-2 წლით გადავადდეს რეგულაციები, რომელიც გაწერილია და ნაწილი - წელს, ნაწილი კი 2022 წელს უნდა ამოქმედდეს“, - აღნიშნა გიორგი პერტაიამ.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა