15.დეკემბერი .2019 20:30

Glassdoor: Top-10 საუკეთესო დამსაქმებელი მსოფლიოში

views 596
უკან

საერთაშორისო პლატფორმა Glassdoor-ი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო დამსაქმებლების ათეულს აქვეყნებს.

ორგანიზაციის რეიტინბგში მეათე პოზიციას ამერიკული ბიუჯეტური ავიაკომპანია Southwest Airlines-ი იკავებს, რომელიც ბაზარზე 1971 წლიდან ოპერირებს და მგზავრთნაკადის სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი ლოუკოსტერია მთელს მსოფლიოში, რომელიც დღეში 4000-ზე მეტ ფრენას ახორციელებს.

მეცხრე ადგილზეა ჩინური ონლაინ-პლატფორმა VIPKid, რომელიც ბავშვებს, 5-დან 12 წლამდე ინგლისური ენის ონლაინ კურსებს სთავაზობს. რეპეტიტორების უმრავლესობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არიან გადანაწილებულნი. გაკვეთილების ხანგრძლივობა კი, 25 წუთია და ძირითადად ჩრდილო-ამერიკულ განათლების სისტემას ეფუძნება.

ასევე, დადებითად აფასებენ Ultimate Software–ს, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, თავად დასაქმებულთა შეფასებით. კომპანია ხელს უწყობს ადამიანური რესურსების გამარტივებულად მართვას კომპანიაში. მის დადებით თვისებებს შორის კი, სახელდება კარგი სარგებელი და დასაქმებულების განწყობაზე ზრუნვა, ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, წინა წელთან შედარებით კომპანია ერთი პოზიციით დაწინაურდა.

მეშვიდე პოზიციაზეა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კომპანია - Intuitive Surgical, რომელიც ქირურგიული აღჭურვილობის წარმოებასა და გაყიდვებზეა ორიენტირებული და გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადია მოსახლეობისთვის აქ დასაქმება.

დასაქმების მსურველთა რაოდენობა დიდია ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროს ლაბორატრიაშიც, რომელიც კალიფორნიის შტატში მდებარეობს და სადაც ძირითადად ატომური იარაღის მიმართულებით მუშაობენ. წინა წლის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ ამ პოზიციას Salesforce-ი იკავებდა, წელს კი ის ათეულშიც ვერ მოხვდა.

ასევე, Google–მა2018 წელს ხუთეული გახსნა, 2019 წელს კი მისი ადგილი Sammons Financial Group-მა დაიკავა. ფინანსურ მომსახურებაზე ორიენტირებული კომპანია, მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, მათ შორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

სიაში კიდევ ერთი ამერიკული ბრენდი და სწრაფი კვების რესტორნების ქსელი In-N-Out Burger-ია, რომელიც სამხრეთ დასავლეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის სანაპიროს მიმართულებით ოპერირებს და ერთ-ერთი გამორჩეულია თანამშრომლების განვითარების კუთხით, ხელფასების ზრდისა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნის თვალსაზრისით. ამ ელემენტების გათვალისწინებით, ბრენდმა Facebook-ის ჩაანაცვლა რეიტინგში ამ პოზიციაზე.

სამეულში მოხვდა უმსხვილესი კომპანია DocuSign, რომლის ღირებულება 3 მილიარდი დოლარია და დიდ დაინტერესებას იწვევს როგორც ინვესტორებში, ასევე – დასაქმების მსურველებში, რადგან როგორც ამბობენ, კომპანია იძლევა პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსის შესაძლებლობას და ასევე, იგრძნობა მხარდაჭერა მენეჯმენტის მხრიდან, ამიტომ ის Linkedin-ის ადგილზე აღმოჩნდა, რომელიც ისევე როგორც ბევრი სხვა კომპნანია, წელს ათეულში ვერ დასახელდა.

რაც შეეხება ლიდერ პოზიციებს, რეიტიბგში რიგით მეორე ადგილზე საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Bain & Company-ია, რომელიც სპეციალიზირდება სტრატეგიულ კონსალტინგზე, პირველი ადგილი კი ინტერნეტ-მარკეტინგის მიმართულებით მოქმედ პლატფორმას - HubSpot-ს ერგო წილად, რომელიც საუკეთესო ადგილია დღეს, თანამედროვე სამყაროში მუშაობისთვის.