Google-ის დედა კომპანია Alphabet-ი განიხილავს წინადადებას HubSpot-ის შესაძენად. ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.
ნათქვამია, რომ ფირმა საინვესტიციო ბანკირებს შეხვდა, რათა განეხილათ, თუ რა თანხა უნდა შესთავაზოს და შეხვდება თუ არა მას გამოწვევები, თუმცა Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Alphabet-ს შეთავაზება არ გაუკეთებია.
HubSpot-ის სპიკერმა Reuters-თან HubSpot-ის შეძენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა და თქვა, რომ კომპანია „არ აკეთებს კომენტარს ჭორებსა და სპეკულაციებზე“. Alphabet-მა კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოტენციური შენაძენი Alphabet-ისთვის ყველაზე დიდი იქნება.
HubSpot-ი რომელიც, ინტერნეტ-მარკეტინგის მიმართულებით პლატფორმაა, მომხმარებლებს ონლაინ მარკეტინგის პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს და მისი საბაზრო ღირებულება 35 მილიარდი დოლარია.
Alphabet-ისთვის HubSpot-ის შეძენა ცხადია, მომგებიანი იქნება, რადგან იგი გააფართოვებს Google-ის შეთავაზებებს კლიენტებთან ურთიერთობის მართვის (CRM) ბაზარზე და ხელს შუწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას კომპიუტერულ ბიზნესში.