9 მარტი გლობალური საფინანსო ბაზრისთვის და მათ შორის ქართული კომპანიებისთვისაც უმძიმესი შედეგებით დასრულდა. ნავთობის ფასის რეკორდული სისწრაფით ვარდნას, ასევე კორონავირუსის გავრცელების ზრდას დღეს პანიკური ვაჭრობა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დროებით შეჩერებაც კი მოყვა.
მსოფლიოს ყველა საფინანსო ცენტრმა სამუშაო დღე კოლოსალური ზარალით დაასრულა. აშშ-ის წამყვანი Dow Jones-ის ინდექსი დღეს 7.79%-ით დაეცა, S&P 500-ის ინდექსი 7.62%-ით, Nasdaq-ი 6.9%-ით.
ასეთივე მწვავე იყო დანაკარგი ლონდონის საფონდო ბირჟაზეც, რომელზეც საქართველოს უმსხვილესი კომპანიების აქციები ივაჭრება. ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანი FTSE 100-ის ინდექსი (ინდექსი, რომელიც ბირჟის 100 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს), 7.69%-ით დაეცა. FTSE 250-ის ინდექსი კი, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიებიც შედიან, გუშინ 6.40%-ით დაეცა.
უფრო კონკრეტულად კი ქართული კომპანიების დანაკარგები ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფი" (BGEO) - აქციების ღირებულების ვარდნა 10.6%;
"საქართველოს კაპიტალი" (CGEO) - აქციების ვარდნა 13.12%;
"თიბისი ბანკის ჯგუფი" (TBCG) - აქციების ვარდნა 8.08%;
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) - აქციების ვარდნა 8.80%.
ლონდონის საფონდო ბირჟის გარდა, მკვეთრად დაეცა ევროპის სხვა საფონდო ინდექსებიც, გერმანიის წამყვანი DAX-ის ინდექსი 7.94%-ით დაეცა, იტალიის მთავარი FTSE MIB ინდექსი 11.17%-ით შემცირდა.
ვარდნაა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშიც, იაპონიის უმსხვილესი, Nikkei 225-ის ინდექსი 5.07%-ით დაეცა, ავსტრალიის S&P/ASX-ის ინდექსი 7.33%-ით დაეცა, რაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.
დღევანდელი დღე ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასის რეკორდული - 30%-იანი ვარდნით გაიხსნა, რაც საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიუღწევლობამ განაპირობა, საპასუხოდ საუდის არაბეთმა სარეალიზაციო ნავთობის ფასი დაწია, რასაც მალევე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნა მოჰყვა. დროის გარკვეულ მონაკვეთში ბარელი ნავთობის ფასი $30-ზე ქვემოთაც ჩამოვიდა (ამჟამად $33.45). ამასთან, ბოლო ოთხი წლის მინიმუმამდე გაუფასურდა რუსული რუბლი, რუსეთის უმსხვილესი კომპანიების აქციები კი 18-25%-ის ფარგლებში დაეცა.
ამასთანავე, კორონავირუსის გავრცელების მაღალი ტემპი საფინანსო ბაზრებზე გაურკვევლობას კიდევ უფრო მეტად ზრდის. ვირუსმა შესაძლოა უახლოეს მომავალში ათასობით კომპანიის წარმოება-მიწოდების ჯაჭვზე დაიწყოს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რაც თავისთავად მათ შემოსავლებზეც აისახება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო