01.დეკემბერი .2022 11:25

GM PHARMA - მ საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე - CPhI Frankfurt ქართული ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარადგინა

GM PHARMA - მ საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე - CPhI Frankfurt ქართული ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარადგინა
views 368
უკან

საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPhI გლობალური პლატფორმაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჩართულ ათასობით პროფესიონალს, მწარმოებელს, მომწოდებელსა თუ შემსყიდველ კომპანიას აერთიანებს და მათთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. წელს ნოემბერში გამოფენას ქ. ფრანკფურტმა მასპინძლობდა.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოდან მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი ეგზიბიტორი კვლავ ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA იყო.



ღონისძიების ფარგლებში GM PHARMA-ს გუნდმა მრავალი სამუშაო შეხვედრა გამართა ევროპული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან - განხილულ იქნა ტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელების გეგმები ევროპული ქვეყნებიდან საქართველოში, სალიცენზიო პროექტები, ევროპულ კომპანიებთან ერთად მედიკამენტების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები GM PHARMA-ს კვლევა-განვითარების ლაბორატორიაში, აგრეთვე ევროპული კომპანიებისთვის კონტრაქტული წარმოება GM PHARMA-ს ფარმაცევტულ ქარხანაში საქართველოში.

2022 წლის გამოფენაზე წარმატებული მონაწილეობით კიდევ უფრო გაიზარდა კომპანიის საერთაშორისო ცნობადობა. GM PHARMA-თან თანამშრომლობის სურვილი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბევრმა კომპანიამ გამოხატა, ასევე უფრო მაღალ ხარისხში ავიდა არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობაც. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს GM PHARMA-სა და მსოფლიოში აღიარებულ ესპანურ ფარმაცევტულ კომპანია Medichem-ს შორის გაფორმებული მნიშვნელოვანი კარდიოვასკულური მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ე.წ. Know-how-ს გადმოცემის ხელშეკრულება.

აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში GM PHARMA უფრო სწრაფად დანერგავს თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალურ კარდიოვასკულურ პრეპარატებს საქართველოსა და მის საექსპორტო ქვეყნებში, რაც ექიმებსა და პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უკეთესად მართვის საშუალებას მისცემს.

ამ ტიპის ბიზნეს-თანამშრომლობით GM PHARMA შეძლებს დაარეგისტრიროს მის ფარმაცევტულ ქარხანაში წარმოებული მედიკამენტები ევროკავშირის ქვეყნებში, მოიპოვოს ევროპის კარგი საწარმოო პრაქტიკის სერტიფიკატი EU GMP და აქტიური ოპერირება დაიწყოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
GM PHARMA 100%-ით ქართული ინვესტიციით 2000 წელს დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში.



კომპანიის თბილისის საწარმოში მიმდინარეობს მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ციკლი. ამასთან, GM PHARMA ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას, მათ შორის ნაციონალურ და საერთაშორისო GMP სერტიფიკატებს.

დღეისათვის კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში, ამასთან აქვს წარმომადგენლობითი ოფისები დსთ-ს 5 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან GM PHARMA-ს პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ექსპორტის ქვეყნებში აჭარბებს გაყიდვებს საქართველოს ბაზარზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კომპანიის მთავარი მიზნისკენ – გახდეს გლობალური ორგანიზაცია და ხაზს უსვამს GM PHARMA-ს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაში.



NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა