მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GM Pharma ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჯადოსნური აქტივობებით შეუერთდა

6478b5064eba9
BM.GE
01.06.23 19:20
1253
1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა. კომპანიამ მთაწმინდის პარკში მისულ პატარებს ფერადი, ჯადოსნური კუთხე მოუწყო და უამრავი სიურპრიზითა და მრავალფეროვანი აქტივობებით გაულამაზა დღე: ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ, ხოლო სასცენო გასართობ პროგრამებში თავად ბავშვებიც იყვნენ ჩართული. აღსანიშნია, რომ GM PHARMA - ს სასცენო პროგრამა მოიცავდა: მელოდიების გამოცნობას, ბაგირის გადაქაჩვას, ცეკვას, ცნობილი ადამიანების განსახიერებას და ა.შ.

“GM Pharma უერთდება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და ულოცავს პატარებს ამ მნიშვნელოვან დღეს! მოგეხსენებათ, ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია ზრუნვა ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მათთვის მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე და რაც უმნიშვნელოვანესია, მათ ჯანმრთელობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვების კეთილდღეობაში ჩადებული ინვესტიცია მნიშვნელოვანია არამხოლოდ მათი, არამედ ჩვენი, ყველას უკეთესი მომავლისთვის და ჩვენთვის ერთგვარი პრივილეგიაა მონაწილეობა მივიღოთ ჯანმრთელი, ბედნიერი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში.

GM PHARMA ზრუნავს პატარების ჯანმრთელობასა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს სთავაზობს პედიატრიული პროდუქტების ფართო არჩევანს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანიც სწორედ ეს არის - ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე და რაც შეიძლება მეტი ბავშვის ღიმილიანი, ბედნიერი სახე ვიხილოთ ყველამ ერთად”, - განაცხადა GM PHARMA - ს პროდუქციის მენეჯერმა, ქეთი სურამლიშვილმა.

თავის მხრივ, GM PHARMA - ს სააფთიაქო მენეჯერის, ჟანა მაღლაკელიძის განცხადებით, GM Pharma ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით, მომხმარებელს სთავაზობს ფასდაკლების აქციას 1+1 ევროპული ხარისხის საბავშვო პროდუქტებზე, რაც გულისხმობს 1 კოლოფის შეძენის შემთხვევაში მეორეს საჩუქრად მიღებას.

“აქცია მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით პსპ-სა და ავერსის სააფთიაქო ქსელებში. დაინტერესების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მიმართოს შესაბამის აფთიაქს”, - თქვა მაღლაკელიძემ.

ინფორმაციისთვის, GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპისა და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში.

(რ)