მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GM Pharma, საქართველოს სახელით, საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPhI WorldWide 2021 - ში მონაწილეობს

618b853972224
ინგა მურუსიძე
10.11.21 13:29
836
9-12 ნოემბერს, იტალიის ქალაქ მილანში საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა #CphIWorldWide 2021 იმართება. გლობალური პლატფორმის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში, პირველი საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია საქართველოში - GM Pharma მონაწილეობს, რომლის წარმომადგენლებთან შეხვედრაც #11H53 სტენდთან არის შესაძლებელი.

CPhI WorldWide არის გლობალური პლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოდან ათასობით ფარმაკოლოგსა და მომწოდებელს აერთიანებს. გამოფენის მიზანს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენელი - როგორც მწარმოებელი, ასევე შემსყიდველი კომპანიებისთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნა წარმოადგენს.

პრესტიჟულ გამოფენაში, თავისი პროდუქტებით, დაახლოებით, 170 ქვეყნის 1400-ზე მეტი ფარმაცევტული კომპანია მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ GM Pharma გამოფენაზე საქართველოს ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარადგენს.

გამოფენაში კომპანიის მონაწილეობის მიზანს კი, წარმოადგენს თანამშრომლობის გაღრმავება ან ახლის წამოწყება მსოფლიოში ცნობილ ფარმაცევტულ კომპანიებთან.



GM Pharma 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს 10 ქვეყანაში (უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, ბელარუსი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უკრაინა) და აქვს წარმომადგენლობითი ოფისები 5 ყოფილ დსთ-ს ქვეყანაში (უზბეკეთი, სომხეთი, მოლდოვა, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი). GM Pharma-სთვის ევროკავშირის ბაზარზე შესვლა უახლოეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს.

ინფორმაციისთვის, GM Pharma 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული ფარმაცევტული საწარმოა. დღეისათვის GM Pharma მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM Pharma-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტამდე. საწარმოო ციკლი სრულად შეესაბამება თანამედროვე ფარმაცევტული ტექნოლოგიების სტანდარტებს.

GM Pharma-ს პორტფელი წარმოადგენილია >150 დასახელების მედიკამენტით, გამოშვების >260 ფორმით.

GM Pharma-ს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.