მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GMT ჯგუფის 2019 წლის შეფასება და 2020 წლის გეგმები

5e1238478bb31
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.20 10:00
4762
"2019 წელს დადებითად ვაფასებ იმ მხრივ, რომ მიუხედავად გეგმების ცვლილებისა, სიახლეების კუთხით კარგი წელი იყო", - ამის შესახებ BM.GE-ის ჯი-ემ-თი ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა სტუმარმასპინძლობის სფეროში კიწი სიგუამ განუცხადა.

ჯი-ემ-თი ჯგუფი კერძო სექტორში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც სტუმარმასპინძლობის სფეროში ფლობს საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ "მარიოტის" მართვის ქვეშ მყოფ 3 სასტუმროს საქართველოში: „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი თბილისი“. ასევე მთაწმინდაზე არსებულ "ფუნიკულიორის კომპლექსს“ მასში გაერთიანებული 4 გასტრონომიული ობიექტით და სახაბაზო „პური გულიანს“.

კიწი სიგუას შეფასებით, 2019 წელი მათთვისაც, ისევე როგორც ტურიზმის სექტორში დასაქმებული სხვა ობიექტებისთვის, რთული იყო.
„სანქციებიდან გამომდინარე, 2019 წელმა გავლენა ჩვენს ბიზნესზეც მოახდინა, ისევე როგორც ყველა დანარჩენ სხვა ობიექტზე. თუმცა ჩვენ ადაპტირება მოვახდინეთ, პოლიტიკა შევცვალეთ, გადავიგეგმეთ. იმ პირობებიდან გამომდინარე, რაშიც მოგვიწია მუშაობა არ შევჩერებულვართ და პირიქით, ზაარბრიუკენის მოედანზე, სასტუმრო „თბილისი მოქსის“ ეზოში, ახალი ობიექტი, პირველი ქართული თანამედროვე სახაბაზო "პური გულიანი" გავხსენით. შესაბამისად 2019 წელს , სიახლეების კუთხით მაინც დადებითად ვაფასებ“ - ამბობს ჯი-ემ-თი ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი.

მისი თქმით, ჯი-ემ-თი ჯგუფის პორთფელში არსებულ სასტუმროებსა და რესტორნებს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჰყავს სტუმრები.
„ტურიზმი ვითარდება, შესაბამისად ტურისტების რაოდენობა იზრდება ჩვენს ობიექტებზე. გამიჭირდება გამოვყო ერთი კონკრეტული ქვეყანა, მსოფლიოს თითქმის ყველა მიმართულებიდან ვმასპინძლობთ ტურისტებს. საქართველოს აქვს პოტენციალი და რესურსიც, რომ კულინარიული კუთხით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს გასტრონომიულ რუკაზე მოვნიშნოთ, ამას რა თქმა უნდა მუშაობა სჭირდება და ჩვენ ამას შევძლებთ “, - განუცხადა BM.GE-ის კიწი სიგუამ.

ჯი-ემ-თი ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა 2020 წელს ახალი გასტრონომიული ობიექტის გახსნაც დააანონსა.

„ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომლის ბაზარზე გამოჩენაც 2020 წლის სექტემბრისთვის იგეგმება და ხელს შეუწყობს ქართული სტუმარმასპინძლობისა და გასტრონომიული სფეროს მეტად განითარებას“, - აღნიშნა მან.