მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google ინდოეთის სმარტფონების ბაზარზე $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

61f3f5429bfa2
თათია კაკიაშვილი
28.01.22 23:20
1514
Google სმარტფონების ბაზრისთვის 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, კერძოდ, გიგანტი კომპანიის ინვესტიცია მიმართული იქნება ინდური სატელეკომუნიკაციო კომპანიისადმი. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, Google-ის ამ მსხვილი ინვესტიციის მთავარი მიზანი სწრაფად მზარდ ბაზარზე სმარტფონების ღირებულების შემცირებაა.

გიგანტი კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 700 მილიონი დოლარის ინვესტიციას Bharti Airtel-ში განახორციელებს, რომელიც ინდოეთში სიდიდით მეორე სატელეკომუნიკაციო ოპერატორია. Google ამ კომპანიის 1,28%-იანი წილის შეძენას გეგმავს. ასევე, დამატებით 300 მილიონი აშშ დოლარი პოტენციური მრავალწლიანი კომერციული ხელშეკრულებებისთვის იქნება ათვისებული.

გარიგება, რომელიც ჯერ კიდევ მარეგულირებლის დასტურზეა დამოკიდებული, ბაზარზე Google-ის მორიგ ბიძგად ფასდება, რითაც გიგანტი ტექნოლოგიური კომპანია კიდევ უფრო შეეცდება, გლობალურად გაფართოვდეს.

რაც შეეხება ინდოეთს, ის მსოფლიოში მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა 750 მილიონი ინტერნეტმომხმარებლით, ხოლო ასობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ნაკლებად ადაპტირებულია ონლაინ სივრცესთან. ამასთან, ინდოეთში ტექნოლოგიური პროცესების გასაზრდელად, Google-ის გარდა, Facebook-მა, Amazon-მა, Netflix-მა და სხვა მსხვილმა კომპანიებმა მილიარდობით დოლარის ინვესტირება უკვე მოახდინეს.