მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google ინდურ JIO-ში 7.7%-იან წილს $4.5 მილიარდად ყიდულობს

5f1560282e74b
ნათია თაქთაქიშვილი
20.07.20 18:07
940
Google ინდურ ციფულ პლატფორმა JIO-ში 7.7%-იან წილს $4.5 მილიარდად ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნული ინვესტიციის მიზანია, ინდოეთის მასშტაბით, ხელმისაწვდომი ციფრული ტექნოლოგიების განვითარება.

JIO არის ინდოეთის ყველაზე დიდი მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი, რომელსაც 388,000,000 აბონიმენტი ჰყავს. ასევე, JIO-ს აქვს მულტიფუნქციური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც ონლაინ შოპინგს, ასევე, ციფრულ გადახდებს.

აღსანიშნავია, რომ JIO-მ აპრილის შემდეგ, ჯამში, დაახლოებით, 20 მილიარდამდე აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა Google-სგან, Qualcomm-ისგან, Intel-ისგან, KKR-ისგან, Silver Lake-ისგან, Vista -სგან და აბუდაბის სუვერენული ფონდისგან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე JIO-ში ინვესტიცია, ასევე, განახორციელა სოციალურმა პლატფორმა Facebook-მა. კომპანიამ 5.7 მილიარდი აშშ დოლარი დააბანდა და შესაბამისად, 9.99%-იანი წილი შეიძინა.