მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია Meta-ს და Ray-Ban-ის ჭკვიანი სათვალე? – TECH INFORM

Meta Ray-Ban

Meta-ს მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას ახალი პროდუქტი, ჭკვიანი სათვალე წარუდგინა, რომელიც Meta-სა და Ray-Ban-ის თანამშრომლობით შეიქმნა.

ვიზუალური თვალსაზრისით, ეს არის Ray-Ban-ის ტრადიციული სათვალე, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს ისედაც უყვარს, ზედმეტი ფუნქციონალის გარეშეც კი. Meta-სთან თანამშრომლობით ამ სათვალემ რამდენიმე არატრადიციული აქსესუარი შეიძინა, მათ შორისაა: 12-მეგაპიქსელიანი კამერა, 36-საათიანი ბატარეა, დინამიკები, პროცესორი და ხელოვნური ინტელექტი.

სათვალის მეშვეობით ღილაკზე ერთი თითის დაჭერით მარტივადაა შესაძლებელი საკმაოდ მაღალი რეზოლუციის მქონე ფოტოს და ვიდეოს გადაღება. ცხადია, ამ მასალის განთავსება შემდეგ უკვე Meta-ს სოციალურ ქსელებში, Facebook-სა თუ Instagram-შიც უპრობლემოდ შეგიძლიათ.

სამწუხაროდ, Meta-ს ჭკვიან სათვალეს არ აქვს არც ეკრანი და არც პროექტორი, ანუ მისი დახმარებით ციფრული გამოსახულების ნახვა უბრალოდ შეუძლებელია. რეალურად, ინფორმაციის მიღება მხოლოდ სათვალის ხელოვნურ ინტელექტთან საუბრით შეგიძლიათ, რომელიც პასუხს დინამიკის დახმარებით, ვერბალური გზით დაგიბრუნებთ.

მიუხედავად ამ შეზღუდვისა, პროდუქტის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ Meta-ს სათვალე შესანიშნავ ფოტოებს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონცერტზე, ზოოპარკში თუ სხვა სახის ღონისძიებაზე ყოფნისას აღარ იქნება საჭირო ტელეფონის კამერის გამოყენება, რადგან ცუკერბერგის მორიგი ქმნილება უზრუნველყოფს, რომ არცერთი „დასასთორი“ და „დასაპოსტი“ სანახაობა არ გამოგრჩეთ.

Meta-ს ახალი სათვალე Ray-Ban-ის ორი კლასიკური დიზაინით, 12 ფერშია ხელმისაწვდომი და მისი ფასი 300 დოლარიდან იწყება.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები