მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა ახალი სმარტფონი Pixel 7 წარადგინა, რომელმაც კონკურენცია iPhone-ს უნდა გაუწიოს

634158e12c036
გიორგი თოლორდავა
08.10.22 15:12
3333
მიმდინარე კვირას კომპანია Google-მა ახალი სმარტფონი Pixel 7 და 7 Pro წარადგინა. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ფლაგმანმა კონკურენცია Apple iPhone-სა და Samsung Galaxy S სერიას უნდა გაუწიოს.

ბუნებრივია, Google-ის სმარტფონი Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, თუმცა სხვა კონკურენტებთან შედარებით მას Google-ის წარმოების უახლესი პროცესორი Tensor G2 გამოარჩევს. ამ შემთხვევაში, Google-მა Apple-ის სტრატეგიას მიმართა და სმარტფონი საკუთარი პროცესორით აღჭურვა რაც მას ორ უპირატესობას ანიჭებს: პირველია ოპტიმიზების მაღალი დონე და წარმადობა, რაც იმითაა განპირობებული, რომ Tensor-ის წყალობით Pixel 7 ისეთ ექსკლუზიურ ფუნქციებს მიიღებს, როგორიც სხვა არცერთ Android სმარტფონს არ ექნება, არც თავად Galaxy S23 Ultra-ს.

მეორე უპირატესობა კი კონკურენტებისთვის არჩევანის შეზღუდვას უკავშირდება, მაგალითად, უახლესი თაობის Qualcomm Snapdragon-ისა თუ Exynos-ის პროცესორით ათამდე სხვადასხვა ბრენდის სმარტფონია აღჭურვილი, ხოლო Tensor G2-ს მხოლოდ Google Pixel 7 მიიღებს, ისევე როგორც Apple A16 Bionic-ით მხოლოდ iPhone 14 Pro ისარგებლებს. 

Pixel 7 Pro 6.7-ინჩიანი AMOLED ეკრანით, 50-მეგაპიქსელიანი კამერით, 5000-მილიამპერიანი ბატარეითა და 12-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით იქნება აღჭურვილი. მისი ფასი 899 დოლარს შეადგენს, რაც მას პირდაპირ აქცევს iPhone 14-ის კონკურენტად.

Pixel 7 შედარებით ბიუჯეტური სმარტფონია, რომელსაც ეკრანის მცირე ზომა, 8-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და მხოლოდ ორი კამერა აქვს. Google-ის ბიუჯეტური სმარტფონის ფასი 599 დოლარია.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ისა და Samsung-ისგან განსხვავებით, Google-ი შემოსვლის უდიდეს ნაწილს რეკლამებითა და პროგრამული უზრუნველყოფით აგენერირებს, თუმცა ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური გიგანტი აქტიურად ცდილობს მობილური მოწყობილობების ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.

Pixel 7-ისა და Pixel Watch-ის პრეზენტაციას ინვესტორების მხრიდან პოზიტიური შეფასება მოჰყვა, ერთკვირიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე Google-ის (Alphabet) აქციების ღირებულება თითქმის 2%-ითაა გაზრდილი.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.